სოფელ კიზლარის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

სოფელ კიზლარის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. უკვე წლებია, დასახლებას სასმელი წყლის პრობლემა აქვს.

საკითხის წლის ბოლომდე მოგვარების პირობას დებს ადგილობრივი ხელისუფლება. კახეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი განმარტავენ, რომ არსებული გეგმის მიხედვით ტენდერი უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს. მანამდე კი მოსახლეობას ისევ რთულ პირობებში მოუწევს ცხოვრება.

სიტუაციის გასაცნობად ჩვენი გადამღები ჯგუფი სოფელ კიზლარში ჩავიდა.