სოფელ განმუხურის მოსახლეობის ნაწილი გაზიფიცირებას ითხოვს

გაზიფიცირებას ითხოვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის მოსახლეობის ნაწილი.

მოქალაქეებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

აქციაზე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დათა შელიაც იმყოფებოდა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ადგილობრივები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.