ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
“ნენსკრაჰესის” და, ზოგადად, საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს ჰესები უდიდეს რისკს შეიცავს, ბუნებას უქმნის ეკოლოგიურ საფრთხეს.
ადგილობრივებს მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისიდან. ასევე აქ იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის წარმომადგენლებიც.