სოცმუშაკების საპროტესტო აქცია  

ქუჩაში გასული სოციალური მუშაკები პოზიციების დათმობას არ აპირებენ.

ექვსი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე, თბილისსა და რეგიონებში დაწყებული გაფიცვა და საპროტესტო აქციები არ შეწყდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს 180 თანამშრომელი პირველ რიგში ხელფასების მომატებას, კადრების და ფსიქოლოგების რაოდენობის ზრდას და ტრანსპორტით უზრუნველყოფას მოითხოვს. იმის გამო, რომ თანამშრომლების უმრავლესობა გაფიცულია, სააგენტო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

გაფიცვის გამო არასამთავრობო სექტორი და აქციის მონაწილეები სააგენტოს პარალიზების საფრთხეზე საუბრობენ.