სოციალური სამართლიანობის ცენტრმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ალექსანდრ ბანდიუკოვის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, შსს მიგრაციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. ორგანიზაცია მოითხოვს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც ბანდიუკოვს საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა, აგრეთვე ითხოვს მისთვის საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებასაც, ვინაიდან მათივე თქმით, სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტით დასტურდება ბანდიუკოვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.
მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან კი აღნიშნულზე უარის საფუძვლად, სხვა გარემოებებთან ერთად, მითითებულია ალექსანდრ ბანდიუკოვის მიერ წარდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის არარელევანტურობა.