სოციალური პროექტი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მოდის კვირეულის ფარგლებში, „ძე – ქართული პროექტის“ პრეზენტაცია გაიმართა. ის ფილანთროპიის იდეის პროპაგანდას და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილი სოციალურ პრობლემებზე აქცენტის გაკეთებას ისახვს მიზნად.

ორგანიზატორების თქმით, მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურია სოციალური პლატფორმა და ამ გამოწვევას აღნიშნული პროექტით, ქართული მოდის ინდუსტრიაც პასუხობს.

პროექტის პრეზენტაციაზე კონცეპტუალური ვიდეო რგოლის ჩვენებაც შედგა, რომელშიც ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობენ.