სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე

ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე – სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. მან სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვანებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს.