სოციალური მუშაკების პროტესტი

სოციალური მუშაკების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის შენობის წინ.

სოციალური მომსახურების იმერეთის სააგენტოს თანამშრომლები 22 პუნქტიდან, მთავარი პუნქტების  შესრულებას ითხოვენ. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებამდე, ხელფასის მატებამდე და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფამდე, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ.

აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.