სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ და უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, მათთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ, ამიტომ უწყების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრამდე და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ.
როგორც ცნობილია, სააგენტომ სოციალური მუშაკების ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, სააგენტოს თანამშრომლები ანაზღაურების 100 პროცენტით მომატებას ითხოვენ.