სოციალური აგენტები შესაძლოა გაიფიცონ.
ისინი მუშაობის შეწყვეტას იმ შემთხვევაში აპირებენ თუ ორშაბათამდე მათ ჯანდაცვის მინისტრი და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი არ შეხვდება.
სოციალური აგენტები მოთხოვნებთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვენ . ეს მოთხოვნებია ხელფასის გაზრდა, ასევე სამუშაო ხელშეკრულებაში ვადის ცვლილება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. მოთხოვნებზე მხარეებს შორის გაიმართა მედიაცია, თუმცა უშედეგოდ. სოციალური აგენტები მედიაციის კიდევ ერთხელ ჩატარებასაც მოითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სააგენტოში ამ დროისთვის მიმდინარეობს რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მხოლოდ ფიქსირებული ანაზღაურების გაორმაგება, რაც ამ დროისთვის 80 ლარს შეადგენს. რაც შეეხება შეხვედრის მოთხოვნას, უწყებაში აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან.