სლოვაკეთში ხავერდოვანი რევოლუციის 28 წლისთავს აღნიშნავენ - ღონისძიება სლოვაკეთის საელჩოში
სლოვაკეთში ხავერდოვანი რევოლუციის 28 წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით სლოვაკეთის საელჩომ საქართველოში მიღებას უმასპინძლა.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით სლოვაკეთის ელჩმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართეს. ასევე, ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას თბილისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ.
ხავერდოვანი რევოლუცია 1989 წლის 17 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე განხორციელდა. შედეგად ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის რეჟიმი დაემხო და ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა დამყარდა.