სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება – შეხვედრა უკვე შედგა ქართველ კოლეგასთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს, როგორც  ორმხრივი ურთიერთობები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგსა და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე.