საქართველოში სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაცია იმყოფება. გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრს შორის. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკეს და ზრდა/განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რომელიც სლოვაკეთს შეუძლია საქართველოს გადასცეს ევროკავშირში უფრო სწრაფად და ეფექტიანად ინტეგრირების მიმართულებით. სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს დღეს ასევე შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.