სკვერის რეაბილიტაცია

გლდანის A მიკრორაიონში, N 55-58 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. კეთილმოეწყო 12 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოეწყო გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. სკვერის დიდი ნაწილი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონი ლარი დაიხარჯა.