რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებული გონაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება.
მოეწყობა ახალი საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცე და დასასვენებელი ზონები. ტერიტორიაზე რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალის, „ქართულის“ სიმბოლო – მოცეკვავე წყვილის სკულპტურა და ჰამლეტ გონაშვილის ბიუსტიც განთავსდება. პროექტი დღეს წარადგინეს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.