ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სასწავლო სივრცეებთან ერთად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი და ექიმის კაბინეტი. დაწესებულება 800 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია. განახლებული სასწავლებელი განათლების მინისტრმა მოინახულა.