სკოლის რეაბილიტაცია

პრემიერმა ქუთაისის ახლად რეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა.

სრული რეაბილიტაცია, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ჩატარდა.  სასწავლებელი 1200 მოსწავლეზეა გათვლილი და აღჭურვილია უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში 78 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა მოხდა, რომელთაგან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.