„სკოლის მართვა“- ახალი ჟურნალი ყველა საჯარო სკოლისთვის

„სკოლის მართვა“- ასე ჰქვია ახალ ჟურნალს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის” თანამშრომლობით გამოიცა.

ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.

გამოცემაში თავმოყრილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მართვის აქტუალური თემატიკა, მართვის საუკეთესო პრაქტიკა და ინტერვიუები განათლების სპეციალისტებთან.

ჟურნალის რედაქტორის, გია მურღულიას განმარტებით, გამოცემა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, მათი მისიის შესრულებაში დაეხმარებათ.

ჟურნალი წელიწადში 4-ჯერ გამოიცემა.