სკოლების რეაბილიტაცია

სამტრედიაში #12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ქუთაისის #9 და #14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოები. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სამივე სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.