განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პარლამენტში ეკა ბესელიას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი სკოლამდელი აღზრდის და განათლების რეფორმას შეეხო. მინისტრის განცხადებით, უკვე დაწყებულია განათლების სფეროში ხუთივე საფეხურზე რეფორმების მიმართულებაზე მუშაობა.
რეფორმების პრეზენტაცია შემოდგომაზე მოხდება.
მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით პარლამენტთან მუშაობა მნიშვნელოვანია.