სკოლადამთავრებულებს დღეიდან იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.
მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა.
ატესტატის მისაღებად, აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს.