თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სკოლა-სემინარი გაიხსნა. ერთ-კვირიანი science fest-ის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები, მოწვეული უცხოელი ექსპერტები და სტუდენტები ერთობლივი კვლევის შედეგებს წარადგენენ. ასევე წაიკითხავენ ლექციების კურსს ისეთ თემებზე, როგორიცაა ადრონული თერაპია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში.