სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულია შპს „ბილდინგ-დეველოპერის“დირექტორი. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 8 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ბილდინგ-დეველოპერს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. შპს „ბილდინგ-დეველოპერის“ დირექტორმა არასრულყოფილად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. გამოძიება დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.