ნარკოტიკების მოხმარება, ტრეფიკინგი, ძალადობა, შანტაჟი – ბოლო რამდენიმე დღეა ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის იგივე, ფი დიდის საქმე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რეპერი ამჟამად დაკავებულია. რა გახდა დაკავების მიზეზი – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ, თუმცა ვრცელდება დეზინფორმაციაც. რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ „დიდის“ წინააღმდეგ საქმე ორი მიმართულებითაა აღძრული, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის.
თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის შესახებ.