„სიტყვის თავისუფლება 2019“

„სიტყვის თავისუფლება 2019,“ – ამ სახელწოდებით გაიხსნა დღეს კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საჯარო დისკუსია შედგა.

ჟურნალისტებმა და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც მედიის სფეროში არსებობს.

როგორც კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღეს არაერთი ცალკეული პოლიტიკური თუ სამოქალაქო ფიგურა საუბრობს დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რაც მათი აზრით, დაუშვებელია და სფეროს დარეგულირების ნაცვლად მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს.