სისხლის უანგარო დონაცია

საქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე სისხლის უანგარო დონაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის მიზნები განიხილეს. ღონისძიების პარალელურად, მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სისხლის ჩაებარებინათ. შეხვედრა სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობასა და საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურება.