კონკურსი სისხლის უანგარო დონაციის თემაზე

სისხლის უანგარო დონაციის თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა გაიმართა. რვა ნამუშევრიდან სამმა გამარჯვა.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ააიპ „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით გაიმართა. კონკურსის მიზანია მოზარდებში სისხლის უანგარო დონორობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 2011 წლის შემდეგ, სისხლის უანგაროდ გაცემის მაჩვენებელი 8%-დან 41-მდე გაიზარდა. ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის პირობებში სისხლის გაცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.