სისხლის დონორის მსოფლიო დღე

ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უანგარო დონაციაში ჩართული პირები, ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები სიმბოლური სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

დღესვე 2019 წლის უანგარო დონაციის საკომუნიკაციო კამპანიისა და უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ვებგვერდის წარდგენა მოხდა. გვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. მის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ.