სირიისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ იერიშს აღმოსავლეთ ღუტაში 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიისა და რუსეთის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს აღმოსავლეთ ღუტაში 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 121 ბავშვია. ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს. დამასკოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ანკლავზე სირიის მთავრობა იერიშს ერთი კვირაა ახორციელებს.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, რომელიც „ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ გაავრცელა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყება აღმოსავლეთ ღუტაში მომხდარ ავიაიერიშში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.