აღმოსავლეთ ღუტაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება - გაერო კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს

გაერო-ს რეზოლუცია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სირიაში უსარგებლო აღმოჩნდა – ზავი დარღვეულია. აღმოსავლეთ ღუტაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. იმ მოქალაქეების ნაწილი, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, კონფლიქტის ეპიცენტრიდან გაერო-ს და წითელი ჯვრის თანამშრომლებმა გაიყვანეს, თუმცა, აღმოსავლეთ ღუტაში 300 ათასზე მეტი ადამიანია დარჩენილი.

საერთაშორისო საზოგადოება სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებზე ისევ ლაპარაკობს, ბაშარ ასადის მთავრობა და მისი მოკავშირე რუსეთი კი ბრალდებებს დეზინფორმაციად აფასებენ.

როგორია სირიის ტოქსიკური ომი, – 7-წლიანი კონფლიქტი, სადაც ქიმიური იარაღი მრავალჯერ გამოიყენეს?

ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.