სირიის აფრინის რეგიონში თურქეთის ავიაციის მიერ საავადმყოფოს დაბომბვას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთით, აფრინის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში თურქეთის ავიაციის მიერ საავადმყოფოს დაბომბვას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში 100-ზე მეტი პაციენტი იმყოფებოდა. სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე სამი ბომბი ჩავარდა.

თურქეთმა აფრინის რეგიონში მცხოვრები სირიელი ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით “ზეთისხილის რტო” 20 იანვარს დაიწყო. ოფიციალური ანკარა ქურთულ სამხედრო ფორმირებებს ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს. ეს საკითხი ვაშინგტონსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის ერთ-ერთ მიზეზად იქცა.