სირიიდან ამერიკელი სამხედროების უკან გაწვევის შესახებ აშშ-ის გეგმა ისრაელის მთავრობაში უკმაყოფილებას იწვევს

სირიის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედროების უკან გაწვევის შესახებ ვაშინგტონის გეგმა ისრაელის მთავრობაში უკმაყოფილებას იწვევს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.

როგორც ცნობილია, ნეთანიაჰუმ ტრამპს ურჩია, სირიიდან ამერიკელი სამხედროების გასვლა რეგიონში ისრაელის მტრებს გააძლიერებს. თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელს მხარდაჭერა დაუდასტურა. ორი ლიდერი ირანის გავლენის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდა.

ტრამპმა სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებმა მას გადაწყვეტილება შეაცვლევინეს.