სირიაში ქიმიური თავდასხმის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდება

სირიაში ქიმიური თავდასხმის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ სირიაში მყოფი მოხალისეების და ექიმების ცნობით, ქალაქ დუმაში 8 აპრილს მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გაუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ათობით ადამიანი. მათ შორის არიან  ბავშვები და ქალები.

ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარზე პასუხისმგებლობა სირიის, რუსეთისა და ირანის ხელისუფლებას დააკისრა. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მათ ეს ძვირი დაუჯდებათ. დონალდ ტრამპმა განცხადება მიკრობლოგ თვითერის საშუალებით გაავრცელა.

დამასკოში, მოსკოვსა და თეირანში ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაციას ფაბრიკაცია უწოდეს.