სინტია ჰუგერის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახალი ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს.

სინტია ჰუგერი საქართველოში დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო. მან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი ლაბორატორიები დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო სექტორს, 140 მილიონი დოლარის გრანტით აფინანსებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სინტია ჰუგერი ოფიციალურ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან გამართავს.