სინოდის სხდომა

ვაქცინაცია იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა სინოდის დღევანდელ სხდომაზე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცრის დროს თავისუფალ არჩევანს უჭერს მხარს. სასულიერო პირები ეპიდემიოლოგებს მოუწოდებენ, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად ვაქცინის ეფექტურობასა და ხარისხზე მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ. სინოდის დღევანდელ სხდომას კათოლიკოს-პატრიარქი უძღვებოდა, განჩინების ტექსტი ხვალ უნდა გამოქვეყნდეს. დიდი ალბათობით განჩინებაში ვაქცინაციის გარდა მოხვდება დავით გარეჯის რეზონანსული საქმეც, რომელიც დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში იყო.