„სინედოკ თბილისი 2020“, – საქართველოს დედაქალაქი 30 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. წელს ფესტივალი რამდენიმე პლატფორმას მოიცავს და შესაძლებლობას აძლევს მაყურებელს, ახალი დოკუმენტური ნამუშევრები, მისთვის სასურველ გარემოში ნახოს. ფილმები წარმოდგენილი იქნება საქართველოს პირველ არხზე, „კავეას“ „დრაივ ინ“-ზე, ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, ონლაინ პორტალსა და „კავკასიური სახლის“ ეზოში, ღია ცის ქვეშ.