დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში წელს მეორედ გაიმართება. სინედოკ თბილისს, ბათუმი 17 სექტემბერს უმასპინძლებს. საფესტივალო პროგრამა წელს სრულად ქართული დოკუმენტური ფილმებისგან შედგება. მათ შორის ბათუმში შეკრებილი საზოგადოება ისეთ ნამუშევრებს იხილავს, რომლებმაც არაერთ ფესტივალზე მოწონება უკვე დაიმსახურეს და საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. „სინედოკ თბილისი“ 24 სექტემბერს დაიხურება.