„სინედოკ 2019“-ის გახსნა

დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გახსნილია. თბილისი სინედოკ 2019-ს მეშვიდედ მასპინძლობს.

ფესტივალზე ქართველი ავტორების ნამუშევრებიც იქნება ნაჩვენები. მათ 30-მდე ქვეყნიდან ჩამოტანილი ფილმები გაუწევს კონკურენციას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორი ხდება. საქართველოს პირველი არხი სპეციალურ პრიზს აწესებს.