ტეხასში ათსაათიანი ოპერაციის შემდეგ, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა სინაგოგიდან მძევლები შტურმის შედეგად, უვნებლად გაათავისუფლეს. შეიარაღებული თავდამსხმელი გარდაცვლილია. შემთხვევა ტეხასის ქალაქ კოლივილში მოხდა. შეიარაღებული მამაკაცი სინაგოგაში რელიგიური მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი ოთხი პირი, მათ შორის რაბინი მძევლებად აიყვანა. ექვსი საათის შემდეგ, თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი გაათავისუფლა. თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, თუმცა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, ის ფედერალური ციხიდან ტერორიზმისთვის 86 წლით მსჯავრდებული პაკისტანელი ნეირო-ბიოლოგი ქალის გათავისუფლებას ითხოვდა.