ქარიშხალი „ლაურა“ ჰაიტიზე

ლუიზიანასა და ტეხასის შტატებს ქარიშხალი „ლაურა“ უახლოვდება.

ის ამჟამად მესამე კატეგორიისაა, თუმცა კონტინენტურ ნაწილთან მიახლოებასთან ერთად პროგნოზირებენ, რომ ქარიშხალი კიდევ უფრო გაძლიერდება და მეოთხე კატეგორიას მიაღწევს. ტერიტორიაზე, რომელსაც მეტეოროლოგების პროგნოზით სტიქია გადაუვლის, 20 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უსაფრთხოების მიზნით, გამოცხადდა ევაკუაცია, რომელიც პირველ ეტაპზე, ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს შეეხება. სტიქიამ უკვე გადაუარა კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულებს, სადაც  ნგრევისა და ზარალის გარდა, ქარიშხალს მსხვერპლიც მოჰყვა.