სცენაზე 20 წლის მევიოლინე და სიმფონიური ორკესტრი – 3 თებერვალს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტს უმასპინძლებენ.
შესრულდება ანტონინ დვორჟაკის მეცხრე სიმფონია და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. სოლისტი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მევიოლინე მარიამ ობოლაშვილია.
პირველი ერთობლივი რეპეტიცია დღეს გაირეს და ვიდრე მსმენელის წინაშე წარდგებიან, განსაკუთრებულად ემზადებიან. ქართველ მსმენელთან შეხვედრას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ახალგაზრდა სოლისტისთვისაც, რადგან კონცერტებს სამშობლოში იშვიათად მართავს.
სიმფონიური მუსიკის საღამო, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში სამ დღეში გაიმართება.