სილვიო ბერლუსკონი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. სიცილიაში გამართულ რეგიონალურ არჩევნებში მისი კოალიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
ბერლუსკონი 2018 წლის არცევნებში გეგმავს ჩართვას. ქვეყნის ყოფილი პრემიერი პოლიტიკიდან 4 წლის წინ წავიდა. გადასახადების დამალვის ბრალდების გამო ის პარლამენტიდან გააძევეს, მის საქმეს ახლა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს.