ალავერდი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარია. იგი მეთერთმეტე საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია უწყვეტად გრძელდება. ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. ერთ-ერთი პალატის პირველ სართულზე „სიძველეთსაცავის“მუზეუმის მოწყობა იგეგმება. განთავსდება არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩენილი ექსპონატები.
რა კავშირშია ზეთისხილის დამუშავება მუზეუმის შექმნის იდეასთან და როგორი იქნება სივრცე, რომლიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია – რეპორტაჟი ალავერდიდან.