პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მწვავდება. კვლავ საგანგაშოა სტატისტიკა, რომელიც ბუნებრივი აირის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების შედეგად გარდაცვალების შემთხვევებს უკავშირდება. ირკვევა, რომ პერიოდული შემოწმების და გაფრთხილებების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი გამათბობლებს მაინც კუსტარულად ამონტაჟებს, რაც ზოგჯერ ფატალურად სრულდება.
როგორც აღმოჩნდა, თვითნებობის და არასაკმარისი ცოდნის გარდა საკვამლე მილებს საფრთხეს ფრინველებიც უქმნიან.