"სიცოცხლის მანიფესტაცია" - ვაშინგტონში აბორტების საწინააღმდეგო მარში გაიმართა
ვაშინგტონში აბორტების საწინააღმდეგო ყოველწლიური მარში გაიმართა, რომელსაც “სიცოცხლის მანიფესტაცია” ეწოდება. ათი ათასობით ადამიანი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას აპროტესტებს.
აქტივისტებს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. აბორტის საწინააღმდეგო გზავნილები ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ტრამპმა ვაშინგტონის ცენტრში თავმოყრილ ადამიანებს პირობა მისცა, რომ მისი ადმინისტრაციის პერიოდში, აბორტების მოწინააღმდეგეებს მისგან მხარდაჭერა ექნებათ.
აბორტების საწინააღმდეგო მარში აშშ-ში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება.