ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად საჭირო კვლევები ფართოვდება.
საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მცირეწლოვანი უფასო სახელმწიფო პროგრამაში მოხვდება. ეს არის ერთ-ერთი სიახლე იმ გეგმებს შორის, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო 2020 წლისთვის აანონსებს. უწყება კიბოს სკრინინგის პროგრამასაც აფართოებს და იმ კლინიკების ჩამონათვალს ზრდის, სადაც მსგავსი გამოკვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ცვლილებებია მოსალოდნელი გეგმიური აცრების პროგრამაშიც.