სიახლე თბილისში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

მკერდის სიმსივნით დაავადებულ მოქალაქეებს მკურნალობის პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ.

გადაწყვეტილება თბილისში მცხოვრებ პაციენტებზე გავრცელდება. თუ მანამდე საჭირო მედიკამენტებისთვის სრულ თანხას მერია მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის გასცემდა, სხვა მოქალაქეებს კი წამლებში დახარჯული თანხა ნაწილობრივ უნაზღაურდებოდათ, ახლა ყველა მოქალაქე, სტატუსის მიუხედავად, სრული დაფინანსებით ისარგებლებს. მათ შორის იგულისხმება ძვირადღირებული და საკმაოდ ეფექტური მედიკამენტებიც.