20 წელი სრულდება, რაც ყველასთვის კარგად ნაცნობი „შვიდკაცა“ სცენაზეა.
ანსამბლი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება, რომელიც 11 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. „შვიდკაცას“ ცნობილი კომპოზიციების ახლებურ ვერსიებთან ერთად, მსმენელს სიურპრიზიც ელის. კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით, “გრემის” ათგზის მფლობელი ამერიკული ანსამბლი “თეიქ სიქსი” გამოვა და ქართველი და ამერიკელი მომღერლები ერთობლივ კომპოზიციებს შეასრულებენ.
თათია კუჭუხიძე გიამბობთ.