16 წლის გოგო შვილის მკვლელობაშია ბრალდებული. ქვეყანა კასპის რაიონში მომხდარი შემზარავი შემთხვევითაა შეძრული.
გამოძიების მიხედვით, შვიდი თვის ჩვილი არასრულწლოვანმა დედამ გაგუდა, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა. პირად საუბრებში ადგილობრივები დანაშაულის მოტივად შურისძიებას ასახელებენ.
არანაკლებ მძიმედ მოსასმენია იმ ჩვენების შინაარსი, რომელიც, ბრალდებულის ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულმა სამართალდამცავებს უკვე მისცა და ჩადენილი მკვლელობაც აღიარა.
როგორც ირკვევა, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ გოგონას მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.