მკვლელობა აღაიანში - რა ვერსიებზე საუბრობენ მეზობლები

სოფელ აღაიანში შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დედა დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 16 წლის ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.